ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება სამართალი

რუსუდან კერვალიშვილმა მოსამართლეს მისი დაკავების თხოვნით მიმართა (ვიდეო)

https://www.youtube.com/watch?v=lmQe3e0hkNE
საქალაქო სასამართლო “ცენტრ პოინტის” საქმეს განიხილავს. მოსამართლის წინაშე მაია რჩეულიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი და კომპანია “დექსუსის” ხელმძღვანელი ივანე ცაგურია წარდგებიან.

საუბარია თაღლითობის ბრალდებით 2013 წელს აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც “ცენტრ პოინტთან” ერთად კიდევ 3 სამშენებლო კომპანიაა გარეული.

სხდომის დაწყებისთანავე რუსუდან კერვალიშვილმა გააკეთა განცხადება და მან მოსამართლეს და პროკურორებს სთხოვა, რომ მაია რჩეულიშვილის ნაცვლად წინასწარი პატიმრობა მისთვის შეეფარდებინათ.

კერვალიშვილის თქმით, მაია რჩეულიშვილს აქვს კონკრეტული ვალდებულებები, რომლის შესრულებაც მხოლოდ მას შეუძლია.

რუსუდან კერვალიშვილმა მოსამართლისგან ამ თხოვნაზე მიიღო უარი, მაია რჩეულიშვილის მეუღლემ ვახტანგ რჩეულიშვილმა კი პროტესტის ნიშნად პროცესი დატოვა.

„პატიმრობასთან დაკავშირებული მოთხოვნა, 2013 წლის 11 ივლისს, მაშინ როდესაც პირველად წარვდექით სასამართლოს წინაშე გავაჟღერე და მოვითხოვე პატიმრობა იმისთვის, რომ კომპანიას მისცემოდა საშუალება, მათ შორის როგორც დანარჩენ სამშენებლო კომპანიებს, რომ გარემოში, რომელიც უფრო სამართლიანი იქნებოდა ეწარმოებინათ მშენებლობა იმ ადამიანებს, რომელთაც ეს ხელეწიფებათ.“ – განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.

საქმე ეხება ე.წ. ამხანაგობა თაბუკაშვილის პროცესს, რომელიც უკვე სამი წელია გრძელდება. დღეს პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეებს დაკითხავენ. განმარტებები საქმესთან დაკავშირებით გააკეთეს ბრალდებულების ადვოკატმაც.

„ქალბატონი მაია რჩეულიშვილი ჩამოცილებულია ამ საქმეს, დღეს ჩვენ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ და ვერავის ვერაფერს ვერ ავუნაზღაურებთ. სამართლებრივად ვერც სახელმწიფო და ვერც პროკურატურა ვერავის ვერაფერს ვერ აუნაზღაურებს და ვერ ააშენებს. ერთადერთი უალტერნატივო გზა არის მაია რჩეულიშვილის გამოშვება საპატიმროდან, რომ მან დაასრულოს მშენებლობები და როგორც აქამდე ვაკმაყოფილებდით დაზარალებულებს ისე დავაკმაყოფილოთ. ზოგი თანხის გატანით, ზოგი ბინით დაკმაყოფილებით,“ – განაცხადა რჩეულიშვილის ადვოკატმა მარინე ცუცქირიძემ.

“ცენტრ პოინტის” მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე საუბრობს  საქმის პროკურორი.

„მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ დაზარალებულებს სრულად აქვთ გადახდილი მშენებლობის თანხები, ხოლო ცენტრ პოინტ ჯგუფმა არ შეასრულა მათ წინაშე არსებული ვალდებულებები. შესაბამისად დღეის მდგომარეობით მათ გააჩნიათ პრეტენზია ბრალდებულების მიმართ,“-განაცხადა პროკურორმა.

საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ესწრებიან დაზარალებულებიც.

იტვირთბა....