მომღერალი ცირა კობიაშვილი გარდაცვლილ შეყვარებულს იხსენებს. ცირა სოციალურ ქსელში შეყვარებულთან ერთად გადაღებულ საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ ფოტოს აქვეყნებს:
“რაღაცა თამაში ჰქონდა ტელეფონში თუ ჩართავდა მტრისას…რაც არ უნდა გექნა ყურადღებას არ მოგაქცევდა. მოკლედ საშინლად ვეჭვიანობდი ამ თამაშზე, მეზიზღებოდა და ბევრჯერ ვცადე წამეშალა, მაგრამ უშედეგოდ..ეს ფოტო ზუსტად ამ მომენტს ასახავს. როცა ოლიმპიური სიმშვიდით მაიგნორებს ჩემი კვარა. მე კიდევ ჩუმად ვიღებ სელფის და ვაფიქსირებ როგორი გაბრაზებული ვარ. სამაგიეროდ ამ ფოტოზე ორივემ მაგრად ვიცინეთ. მკვდარია ჩემი გული”, – წერს ცირა კობიაშვილი.