პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი პოლიტიკაში მიდის. “მეტრონომის” ინფორმაციით, ანალიტიკოსმა პოლიტიკური არჩევანი პაატა ბურჭულაძის “სახელმწიფო ხალხისთვის” შეაჩერა.
ცისკარიშვილმა პოლიტიკაში წავლის შესახებ ინფორმაცია გაგვიმხილა, თუმცა კონკრეტულად რომელ პარტიასთან აპირებს თანამშრომლობას ამის შესახებ მისგან ინფორმაცია ვერ მივიღეთ.
“მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ ობიექტურობაში ეჭვი არ მეპარება, ცხადია, ვავნებ თქვენ პროექტს, თუ დასასრულს, რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის სიაში აღმოვჩნდი საპარლამენტო “სავარძლის მაძიებლის” სტატუსით, რასაც ჯერ-ჯერობით, ვერ გამოვრიცხავ…” – აღნიშნა ცისკარიშვილმა „მეტრონომისთვის“ გაგზავნილ წერილში.
პოლიტიკური პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლევან ტაბიძემ „მეტრონომს“ განუცხადა, რომ სოსო ცისკარიშვილთან ამ დროისთვის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, თუმცა თუ თავად ცისკარიშვილს პარტიაში გაწევრიანება სურს, პარტია მის კანდიდატურას განიხილავს.