ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ანკარამ აშშ-ს გიულენის ექსტრადაციის თხოვნით ოფიციალურად მიმართა

ანკარამ ფეთჰულა გიულენის ექსტრადაციის თხოვნით აშშ-ს ოფიციალურად მიმართა, – ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

როგორც თურქული მედია იუწყება, პრემიერმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ისინი შეერთებულ შტატებს ფეთჰულა გიულენის მონაწილეობის მტკიცებულებების დასტას წარუდგენენ.

პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი კი ბარაკ ობამას ახლა უკვე ოფიციალურად სთხოვს გიულენის ექსტრადირებას.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო. თურქეთის ხელისუფლებამ გადატრიალების მცდელობაში ამჟამად აშშ-ში, პენსილვანიაში მცხოვრები მუსლიმი სწავლული ფეთჰულა გიულენი დაადანაშაულა. პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ თურქეთი მტრად განიხილავს ყველა ქვეყენას, რომელიც გიულენს უჭერს მხარს. თავად ფეთჰულა გიულენმა სამხედრო გადატრიალება დაგმო და მასთან ნებისმიერი კავშირი უარყო. გიულენი პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მეგობარი და მოკავშირე იყო, თუმცა მათ შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც გიულენმა ერდოღანის მთავრობა კორუფციაში დაადანაშაულა.

იტვირთბა....