საბჭოთა საქართველოს პერიოდის მხატვრულ ფილმს “რაჭა, ჩემო სიყვარულო” 20 წლის შემდეგ, საპარტნიორო ფონდის დაფინანსებით გადაიღებენ. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ ექსკლუზიურად “ბიზნესკონტრაქტს” განუცხადა, რომ ფილმს საპარტნიორო ფონდთან ერთად ბრიტანულ-სლოვაკური საინვესტიციო ფონდი InfraPartners Management დააფინანსებს.
აღნიშნულ ფონდთან ურთიერთგაგების მემორანდუმი საპარტნიორო ფონდმა ცოტა ხნის წინ გააფორმა. “რადგან სლოვაკეთისა და რაჭის დამეგობრების თემა ვიცით და მაშინ რაჭაში ვიმყოფებოდით, შევთანხმდით, რომ ჯანო კახიძის ბრწყინვალე მუსიკაზე დაწერილი ფილმის “რაჭა, ჩემო სიყვარულოს’’ ახალი ვერსიის გადაღება დავაფინანსოთ”, -აცხადებს დავით საგანელიძე.
მისი თქმით, ამ საკითხზე შეთანხმება თითქმის მიღწეულია და პროცესი წელსვე დაიწყება. რა მოცულობის თანხას გამოყოფს საპარტნიორო ფონდი ამ ეტაპზე უცნობია.
სულიკო ჟღენტის სცენარით გადაღებული ფილმის, “რაჭა, ჩემო სიყვარულო” პრემიერა 1977 წლის 8 ივლისს გაიმართა.
წყარო: “ბიზნესკონტაქტი”