ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

16 მილიონი აშშ-დან პროფსასწავლებლების შესაქმნელად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა $16 მლნ. დოლარი გამოყო საქართველოში პროფესიული სასწავლებლების შესაქმნელად. ამის შესახებ აშშ-ს საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

პროექტის ფარგლებში მოხდება საქართველოში არსებული სახელმწიფო და კერძო პროფესიული განათლების პროვაიდერების დაფინანსება, მათ მიერ წარმოდგენილი გრანტის მოპოვებისთვის საჭირო საკონკურსო განაცხადის საფუძველზე, რაც მოიცავს არსებული ინფრასტრუქტურის, სასწავლო ბაზის, სასწავლო პროგრამებისა და სხვა რესურსების გაძლიერებას. პარალელურად, დაგეგმილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ პროფესიული განათლების სტრატეგიისა და  პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობისათვის ტექნიკური დახმარება.

“შრობის ბაზრის ანალიტიკოსებმა დაადგინეს, რომ საქართველოში დამსაქმებლებს ბიზნესის გასაფართოებლად ესაჭიროებათ საშუალო დონის ტექნიკოსები და მენეჯერები, თუმცა, კვალიფიციური კადრის მოძიება უჭირთ. ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და საქართველოს მოქალაქეთათვის კარგი სამუშაო ადგილების შესაქმნელად აშშ-ის მთავრობამ გამოყო $16 მლნ. დოლარი, რათა შეიქმნას და გაფართოვდეს პროფესიული სასწავლებლები”.-აღნიშნულია განცხადებაში.

პროექტის მიმდინარეობისას მოხდება:

გრანტების გაცემა პროფესიული განათლების პროვაიდერებისთვის; რომლის ფარგლებში  დაფინანსდება: წინადადებები შრომითი ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის, ან არსებული პროგრამების განახლებასთან დაკავშირებით, ასევე  ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ან არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით; განაცხადები ადამიანური რესურსის გაძლიერების, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების და დამსაქმებლებთან ასრებული კავშრის გაღრმავების მიზნით.

პროფესიული განათლების პროვაიდერებსა და ინდუსტრიას შორის არსებული წარმატებული მაგალითების მოძიება და ხელშეწყობა.

ტექნიკური და ექსპერტული დახმარების გაწევა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის პოლიტიკის შემუშავება-განხორციელებისათვის;

პროფესიული განათლების სფეროში ყოველწლიური კონფერენციების ორგანიზება.

იტვირთბა....