ერევნის პოლიციის შენობაში ოპოზიციის შეიარაღებულ დაჯგუფებას უკვე მესამე დღეა მძევლები ჰყავს აყვანილი. სამართალდამცველებმა შენობასთან დამატებითი ქვედანაყოფები განალაგეს. შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაში 4 პოლიციელია.
ერევნის ცენტრში უსაფრთხოება კვლავ გაძლიერებულია.
შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელები ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებას და ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ.