aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

ჩოხატაურში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩოხატაურში მცხოვრებ ახალგაზრდას თბილისიდან სტუმრად ჩასულმა მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით მრავლობითი დაზიანება მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარი ფაქტი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე გახსნეს. დაკავებულია ერთი პირი, გამოძიება დაწყებულია 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

იტვირთბა....