ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ფეთჰულა გიულენის ინტერვიუს ეთერში გაშვების მცდელობის გამო აზერბაიჯანში ტელეკომპანია ANS TV დაიხურა

ფეთჰულა გიულენის ინტერვიუს ეთერში გაშვების მცდელობის გამო აზერბაიჯანში  ტელეკომპანია ANS TV დაიხურა, – ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო “ტრენდი” აქვეყნებს.

როგორც ცნობილი ხდება, ტელეკომპანიის მაუწყებლობის შეჩერების გადაწყვეტილება აზერბაიჯანის ტელე-რადიო მაუწყებლობის ეროვნულმა საბჭომ გენერალური პროკურატურის მიმართვის შემდეგ მიიღო.

პროკურატურის განცხადებით, ტელეკომპანია ეწეოდა ტერორიზმის ღია პროპაგანდასა და საბოტაჟს, რომელიც მიმართული იყო თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების გაუარესებისკენ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ ღვთისმსახურს, ფეთჰულა გიულენს, თურქეთი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორობაში ადანაშაულებს. ანკარა აშშ-სგან გიულენის გადაცემას ითხოვს. თავად გიულენი ბრალდებებს უარყოფს.

 

იტვირთბა....