ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გერმანიაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-მ აიღო

 

ნაჯახით შეიარაღებული პირი, რომელიც სამხრეთ გერმანიის ქალაქ ვურცბურგში მატარებელში შეიჭრა ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წევრი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ISIS-თან დაახლოებული მედია საშუალება ავრცელებს.

ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობდა, როდესაც პოლიციელებმა ესროლეს და მოკლეს.

ბოლო მონაცემებით თავდასხმის შედეგად 4 მგზავრი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

იტვირთბა....