მსოფლიო სამართალი

„მე ვამაყობ ჩემი საქციელით“: რატომ მოკლა ძმამ და

პაკისტანელი სოციალური მედიის ვარსკვლავი, 25 წლის ქანდელ ბალოჩი საკუთარმა ძმამ მოკლა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. მოკლულის ძმა აცხადებს, რომ ის თავისი საქციელით ამაყობს და ფიქრობს, რომ „ქალები შექმნილები არიან სახლში ჯდომისთვის“.

როგორც CNN იუწყება, შემთხვევის შემდეგ დის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დააკავეს, თავის აღიარებით ჩვენებაში ის სინანულს არ გამოხატავს.

„მე ვამაყობ ჩემი საქციელით. თავდაპირველად ნარკოტიკი მივეცი, შემდეგ მოვკალი, ის არცხვენდა ჩვენს ოჯახს“ – განაცხადა მოკლულის ძმამ.

ქანდალი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა სოციალურ ქსელში, ის „ფეისბუქზე“ პოლიტიკურ ვიდეობს აქვეყნებდა. როგორც მისი ძმა აცხადებს, დის მოკვლის მიზეზი სოციალურ ქსელში საკუთარი ფოტოების გამოქვეყნება გახდა, ამიტომაც მიიჩნია, რომ მისი მოკვლა საუკეთესო ალტერნატივა იქნებოდა, ვიდრე თავის მოკვლა.

ქანდალი თავის თავს „თანამედროვე ფემინისტს“ უწოდებდა და „ფეისბუქზე“ 750 000 გამომწერი ჰყავდა.

იტვირთბა....