ბრიტანული გამოცემა The Guardian საკვების და ღვინის კომბინაციაზე სტატიას აქვეყნებს. გამოცემა მკითხველს იმ კერძებს და სამზარეულოს აცნობს, რომელიც სხვადასხვა სახის ღვინოსთან კომბინაციაში განსაკუთრებით გემრიელია.
სტატიის ავტორი 6 საუკეთესო ღვინოსაც ასახელებს, რომელიც საკვებთან კომბინაციაში განსაკუთრებით გემრიელია.
ექვსეულში მოხვდა კახური რქაწითელიც. გამოცემა წერს, რომ 2013 წელს ჩამოსხმული რქაწითელი განსაკუთრებით გემრიელი ახლო აღმოსავლეთის თანამედროვე კერძებთან კომბინაციაშია.