თურქეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, დღეს საქართველოს პრემიერი ანკარას ეწვევა. გიორგი კვირიკაშვილი მის თურქ კოლეგასთან გამართავს შეხვედრას, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან.
დღესვე, საქართველოს და თურქეთის მთავრობების წამომადგენლების მონაწილეობით, ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება. განიხილება პოლიტიკურ-ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების საკითხები.
ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე გიორგი კვირიკაშვილის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ნატოში ინტეგრაცია, რეგიონული უსაფრთხოება და რამდენიმე დღის წინ სამხედრო გადატრიალების მცდელობა იქნება.
პრემიერი პირველი ოფიციალური პირია, რომელიც განვითარებული მოვლენების შემდეგ ჩადის თურქეთში.
როგორც თურქეთის პარლამენტის წევრები აცხადებენ, იმისათვის რომ სტაბილურობა იყოს მთლიანად შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის საქართველოში, აუცილებელია თურქეთში იყოს მშვიდობა.