ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ჩვენ მზად ვართ რუსეთთან დიალოგისთვის…“

საქართველოს პრეზიდენტმა ლუბლიანაში, სლოვენიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრა:

”რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი რეგიონი და ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი მეზობლის მიმართ არის ძალიან ნათელი და მტკიცე. ის მდგომარეობს შემდეგში: ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ოკუპაციამ არავის არაფერი მოუტანა, მათ შორის არც რუსეთს, არც ოკუპირებულ რეგიონებს და საქართველოსთვის ეს არის კატასტროფული პრობლემა. ჩვენ ველით იმ დროს, როდესაც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკოსები მზად იქნებიან რაციონალურად, მშვიდად, ყოველგვარი მტრის ხატის შექმნის გარეშე განიხილონ მეზობლური ურთიერთობები საქართველოსთან. ჩვენ მზად ვართ რუსეთთან დიალოგისთვის. ამისთვის მზად უნდა იყვნენ რუსებიც. როგორც კი საქართველოს ოკუპაციის საკითხი გადაწყდება, არ გვაქვს არანაირი, ასე ვთქვათ, უარყოფითი პრეტენზიები რუსეთის მიმართ, არამედ მზად ვართ ვიყოთ კეთილმეზობლურ ურთიერთობებში. დარწმუნებული ვარ, რუსეთსაც ეს უნდა აწყობდეს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრების შემდეგ, ლუბლიანაში, პრეზიდენტის სასახლეში პრესისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

იტვირთბა....