გერმანიაში, ქალაქ ვიურცბურგთან, მატარებელს თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა 20 აღწევს.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, თავდასხმელი 17 წლის ავღანელი მამაკაცია. უცხოური მედიის ინფორმაციით, მან სამგზავრო მატარებელში რამდენიმე ათეული ადამიანი დანით დაჭრა. თავდამსმხმელი პოლიციის მიერ ლიკვიდირებულია.
მედიის ინფორმაციით, მიმდინარეობს სპეცოპერაცია, რომელშიც ვერტმფრენებიც არიან ჩართულნი, თუმცა ოფიციალური პირების მხრიდან განცხადება არ გავრცელებულა.