აღსრულების ბიუროში მომხდარი სროლის შედეგად, ერთი პირი გარდაიცვალა. მას შვიდი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, სროლის მონაწილეები ყოფილი მაღალჩინოსნები არიან, კერძოდ, ერთ-ერთი მათგანი კი სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელი იყო, მეორე ადამიანი კი დაცვის თანმხლებით მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, რომ აღსრულების ბიუროსთან სროლა მოხდა. გავრცელებული ცნობით, მევალე და კრედიტორი ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღით დაუპირისპირდნენ. ორი დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღსრულების ბიუროს განცხადებით, ბიურო მომხდართან კავშირში არ არის, კრიმინალური შემთხვევა უბრალოდ მათ ტერიტორიაზე მოხდა.