სტამბოლის შიშლის რაიონის მერის მოადგილეს, ჯემილ კანდასს, მუნიციპალურ შენობაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში ჭრილობა მიაყენეს,-ინფორმაციას ადგილობრივი ტელეარხი NTV ავრცელებს.
როგორც ტელეარხიდან ხდება ცნობილი, უცნობი პირი მერის მოადგილის კაბინეტში შევიდა და გაისროლა. კანდასის მდგომარეობა კრიტიკულია.
უკავშირდება თუ არა მომხდარი ფაქტი თურქეთში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს, ჯერ უცნობია.