აჭარის უმაღლეს საბჭოს მთავრობის ახალი შემადგენლობა ჰყავს – აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე გახდა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი – რამაზ ბოლქვაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – გია თავამაიშვილი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი – ნუგზარ სურმანიძე.
კენჭისყრა დახურული ფორმატით გაიმართა და დარბაზში მყოფი 20 დეპუტატიდან მონაწილეობა 19 დეპუტატმა მიიღო. მათგან 12-მა ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირა, რომელთა შორის 5 დეპუტატი ქართული ოცნებიდან, თითო – კონსერვატორებიდან, მრეწველებიდან, რესპუბლიკური პარტიიდან, თავისუფალი დემკრატებიდან და ევროვნული ფორუმიდან არის, 2 კი დამოუკიდებელი დეპუტატია.
მთავრობის ამ შემადგენლობის დამტკიცების წინააღმდეგი იყო ნაციონალური მოძრაობის 7 დეპუტატი. 1-მა დამოუკიდებელმა დეპუტატმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.