ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თბილისის მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი თანამდებობას ტოვებს

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, თბილისის მერის დავით ნარმანიას ერთ-ერთმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა. გიორგი ლილუაშვილი, სავარაუდოდ, იმ მაჟორიტართა შორის არის, რომელსაც “ქართული ოცნება” წარადგენს.

“მეტრონომი” თბილისის მერიას დაუკავშირდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ ლილუაშვილი ამჟამად შვებულებაში იმყოფება. რაც შეეხება მის თანამდებობას, ამ ეტაპზე უწყება დამატებით კომენტარს არ აკეთებს.

იტვირთბა....