ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ თურქეთში დასაკავებელ პირთა სია წინასწარ იყო გამზადებული

ევროკომისარ იოჰანეს ჰანის განცხადებით, თურქეთში ამბოხთან დაკავშირებით დასაკავებელ პირთა სია წინასწარ იყო გამზადებული. ამის შესახებ იოჰანეს ჰანმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

“რაღაცები წინასწარ იყო მომზადებული. ვგულისმობ სიებს, რომლებიც უკვე მზად იყო მოვლენის დასრულებისთანავე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ იყო წინასწარ მომზადებული”, – აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.

ევროკავშირის საბჭოს შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი თურქეთში მიმდინარე მოვლენებია.

შეგახსენებთ, თურქეთში ამბოხის შემდეგ სახელმწიფო გადატრიაების მცდელობასთან კავშირში ეჭვმიტანილი 6000 ადამიანი დააკავეს.

იტვირთბა....