გავრცელებული ინფორმაციით, აღსრულების ბიუროში მევალესა და კრედიტორს შორის სროლა ატყდა. დაჭრილია ერთი პირი. ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია იცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, სროლების შედეგად 2 ადამიანი დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „მეტრონომს“ აღსრულების ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა განუცხადა, ეს ინციდენტი არანაირად არ უკავშირდება აღსრულების ბიუროს. ეს არის 2 მოქალაქეს შორის მომხდარი დაპირისპირება ეროვნული ბიუროს ეზოში.
შსს-ს ცნობით, დეტალები ირკვევა და განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.