ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

შეერთებული შტატების კონგრესი ერდოღანს მიმართავს

თურქეთში შექმნილ მდგომარეობას ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ეხმაურებიან. გამოქვეყნებულ განცხადებაში წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ედ როისი ამბობს, რომ თურქმა ხალხმა არჩეული მთავრობის ხელისუფლების სათავეში ყოფნა უზრუნველყო, ახლა კი პრეზიდენტის ჯერია თავისი მოვალეობა შეასრულოს და უარი თქვას ავტორიტარულ რეჟიმზე.

„ერდოღანის მთავრობის მიერ ოპოზიციის საქმიანობის, თავისუფალი მედიისა და რელიგიური თავისუფლების შეზღუდვამ ბოლო წლების განმავლობაში, ზიანი მიაყენა თურქულ დემოკრატიას. ვიმედოვნებ, რომ მომხდარს პრეზიდენტი ერდოღანი დემოკრატიის, პლურალიზმისა და ადამიანის უფლებებისადმი ერთგულებით უპასუხებს, თუმცა ვშიშობ, რომ თურქეთის პრეზიდენტი საწინააღმდეგო მიმართულებას აირჩევს” – ნათქვამია განცხადებაში

შეგახსენებთ, თურქეთში რამდენიმე დღის წინ სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო.

იტვირთბა....