aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს კონდიციონერის ჩართვა კატეგორიულად მოთხოვეთ!

aviabiletebi
ავიაბილეთები

ყვითელ სამარშრუტო ტაქსებში კონდიცირება ისევ პრობლემად რჩება. ხშირ შემთხვევაში მძღოლები გაგრილების სისტემას არც მგზავრების მოთხოვნის შემთხვევაში რთავენ. მძღოლები ამბობენ, რომ კომპანია “თბილისის მიკროავტობუსისგან” აქვთ მითითება, რომ კონდიცირების სისტემა მხოლოდ იმ შეთხვევაში ჩართონ, თუ მგზავრები ამას კატეგორიულად მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ ამის ვალდებულება არ აქვთ.

კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის’’ წარმომადგენელი ნათია მიქიაშვილი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ კომპანიამ დავალება მისცა ყველა სამარშრუტო ტაქსის მძღოლს, რომ 27 გრადუსზე მეტი ტემპერატურის შემთხვევაში გაგრილების სისტემა ჩართონ.

“მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ვალდებულებაში არ შედის სამარშრუტო ტაქსების კონდიცირების სისტემის გამართვა და ეს მძღოლების პირდაპირი მოვალეობაა, გასულ წელს “თბილისის მიკროავტობუსმა” 200 ათას ლარამდე გადაიხადა და მთლიანი ავტოპარკის კონდიცირების სისტემა გაიმართა. გარდა ამისა, კომპანიამ შეუმცირა მათ სეზონურად ყოველდღიური გადასახადი, რაც მძღოლს ავალდებულებს მგზავრებისთვის კომფორტული პირობების შექმნას და გასაგრილებელი მოწყობილობის ჩართვას.’’-აცხადებს მიქიაშვილი.

როგორც კომპანაში განმარტავენ, 2500 ყვითელი სამარშრუტო ტაქსის გაკონტროლება რთულია, ამიტომ მოუწოდებენ მგზავრებს კატეგორიულად მოსთხოვონ მძღოლებს კონდიცირების სისტემის ჩართვა. მოთხოვნის უგულვებელყოფის შემთხვევაში კი დარეკონ ცხელ ხაზზე – 2 200 340, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება რეაგირება.

იტვირთბა....