ერევანში პოლიციის განყოფილების შენობა შეიარაღებული პირების ჯგუფმა დაიკავა. მათი მოთხოვნაა იარაღის უკანონო შენახვისთვის დაკავებული, ოპოზიციური მოძრაობის “სადამფუძნებლო პარლამენტის” კოორდინატორის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლება.
გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმისას დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. თავდამსხმელებმა პოლიციის უფროსის მოადგილე მძევლად აიყვანეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებასთან სამხედრო ქვედანაყოფებია მობილიზებული.
სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეიარაღებული დაჯგუფების წევრებთან, რომლებიც დღეს ერევნის ერებუნის რაიონის პოლიციის შენობაში შეიჭრნენ, მოლაპარაკებები დაიწყეს.
სომხეთის უშიშროების სამსახური გავრცელებულ ინფორმაციას შეიარაღებული ამბოხის დაწყების შესახებ, უარყოფს.
ივნისში სეფილიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუაფრდეს, მას იარაღის უკანონო შეძენასა და შენახვაში ედება ბრალი. გამოძიების მტკიცებით, ჯგუფი სეფილიანის ხელმძღვანელობით დანაშუელებრივ ქმედებებს გეგმავდა. კერძოდ, გამოძიების ცნობით, ისინი ერევანში რამდენიმე სტრატეგიული ობიექტის დაკავებას აპირებდნენ.