ახალი ამბები მთავარი

თურქეთში საერთაშორისო ფრენები, სავარაუდოდ, დღეს საღამოდან აღდგება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თურქეთში საერთაშორისო ფრენები, სავარაუდოდ, დღეს საღამოდან აღდგება.
„ბოლო ინფორმაციით, რაც თურქეთმა გაავრცელა აეროპორტში და რასაც საკონსულო გვაწვდის, არის ის, რომ ფრენები არ განახლდება საღამომდე. სტამბოლის აეროპორტში იმყოფებიან საქართველოს საკონსულოს თანამშრომლები. ისინი კომუნიკაციაში არიან ქართველებთან და ყველას უხსნიან ბილეთის გადაცვლის პროცედურებს, რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ფრენები როცა აღდგება, საქართველოში დაბრუნება შეძლონ“, – აცახდებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
თურქეთში, საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელ ხაზი: +905336903040; +905418184400, მოქალაქეებს, ასევე, შეუძლიათ დაუკავშირდნენ სამინისტროს ცენტრალური აპარატის ცხელი ხაზის ნომერს – 577984020.

იტვირთბა....