სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე შეტაკებები დაიწყო, -ინფორმაციას BBC ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მოედანზე შეკრებილი არიან თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხარდამჭერები. თურქეთის პარლამენტი ალყაშია მოქცეული – ადგილზე მობილიზებულია ტანკები, ისმის სროლის ხმა. ტანკებიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით ისვრიან.
ამ ეტაპზე თურქეთის პრეზიდენტის ადგილსამყოფელი დაუდგენელია.