ნიცას აეროპორტში ცოტა ხნის წინ გამოცხადებული განგაში გაუქმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა მგზავრები ბარგის მიღების ზონაში შეუშვეს. საფრანგეთის ქალაქ ნიცას აეროპორტში ხალხის ევაკუაცია აღმოჩენილი საეჭვო ჩანთის გამო განხორციელდა. განგაში საეჭვო ჩანთის გამო იყო გამოცხადებული.
შეგახსენებთ, ნიცაში გუშინ საღამოს ეროვნულ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდნენ. სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში მაშინ შევარდა, როცა საზეიმო ფოიერვერკები ახალი დასრულებული იყო. თავდამსხმელმა ხალხის მისამართით გასროლაც მოასწრო. პანიკისა და შეჯახების შემდეგ ინტერნეტში თვითმხილველების მიერ გადაღებული სისხლიანი კადრები გავრცელდა. პოლიციამ სატვირთოს მძღოლის ადგილზე მოკლა. ავტომობილიდან ამოღებულია იარაღი და ხელყუმბარები. ბოლო მონაცემებით, ნიცაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 84 -მდე გაიზარდა.
ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა თავის თავზე არავის აუღია.