ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

მოსამართლის 65 ვაკანტური ადგილიდან, მხოლოდ 44 შეივსო

 

მოსამართლის 65 ვაკანტური ადგილიდან, საბოლოოდ მხოლოდ 44 შეივსო. 21 ადგილი კი კვლავ თავისუფალია.

ვაკანტური ადგილის დასაკავებლად განაცხადის წარდგენა ისევ შეუძლიათ იმ კანდიდატებს, რომლებმაც გუშინ ვერ მიიღეს საკმარისი ხმები.

მათ შორის არიან “რუსთავი 2”-ის საქმის მოსამართლე თამაზ ურთმელიძე და სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე გიორგი ჩემია. უკვე არჩეული კანდიდატები სამოსამართლეო საქმიანობას 25 ივლისიდან შეუდგებიან.

„ურთმელიძე-ჩემიას შემთხვევაში, საბჭოს გადაწყვეტილებით, ისინი გამწესებულები არ ყოფილან მათ მიერ არჩეულ კონკრეტულ ვაკანტურ თანამდებობაზე, კონკურსი ცხადდება ეტაპობრივად, როდესაც ვაკანსიები არსებობს, საერთო სასამართლოების სისტემაში და არსებობს მათი უფლება მომდევნო კონკურსში მონაწილეობის. აბსოლუტური გამჭვირვალობით განვახორციელეთ, დღევანდელ კენჭისყრა. თვალს ადევნებდა მთლიანად მედია და ის არასამთავრობო სექტორი, რომელიც ხშირად ჩვენ გვაკრიტიკებს,“- განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

დარჩენილ 21 ადგილზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო განაცხადების მიღებას უახლოეს დღეებში დაიწყებს. დამტკიცებული 44 კანდიდატიდან 21 მოქმედი მოსამართლეა და მათ ვადა გაუგრძელდათ.

14 ყოფილი მოსამართლეა, დანარჩენი 9 კი პირველად შეუდგება სამოსამართლო საქმიანობას.

„იმ კანდიდატებმა, რომელსაც დღეს არ მივეცით ხმა შესაძლებელია, რომ მათ მომავალ კონკურსებში გაიმარჯვონ. ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე არის ან უღირსი, ან არაკომპეტენტური. აქ არის საუბარი იმაზე, რომ იყო კონკურსი, სადაც უნდა გაიმარჯვოს ერთმა კანდიდატმა.“ – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

იტვირთბა....