სამართალი

დაინახეს რომ მოკლა?: მაგდა პაპიძის მეგობარი აქამდე უცნობ დეტალებზე საუბრობს

იმის მიუხედავად, რომ შვილისა და ქმრის მკვლელობაში მსჯავრდებულს, მაგდა პაპიძეს ნაფიცი მსაჯულების სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და მოსამართლემ კი მას უვადო პატიმრობა შეუფარდა, ამ თემის ირგვლივ საზოგადოების ინტერესი მაინც არ ცხრება. საზოგადოების აზრი, როგორც ყოველთვის გაყოფილია, ნაწილი მის უდანაშაულობაში დარწმუნებულია, ნაწილი კი თვლის, რომ პაპიძეა დამნაშავე.

ამ საქმესთან დაკავშირებით  მაგდა პაპიძის მეგობარი ალაპარაკდა, რომელსაც მიაჩნია, რომ პაპიძე მსხვერპლია და ამ საქმეში უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.

გთავაზობთ მაგდა პაპიძის მეგობრის ინტერვიუს, რომელიც ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს:

„დავიწყებ იქიდან, რომ ჩემს ახლობელს მაგდას სასარგებლო ჩვენების მიცემა უნდოდა, თუმცა დაურეკეს და უთხრეს, კარგია ოჯახის წევრები კარგად, რომ გყავსო, ერთი ადგილი დააყენეო.“

საიდან იცნობდიმაგდას და რა სახის ურთიერთობა გქონდა ამ ადამიანთან?

– მაგდას კარგად ვიცნობ, ჩემი მეგობარია. ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობდით ერთად.

როგორ შეგიძლია ამ ადამიანის დახასიათება?

– ჩვეულებრივი გოგოა, თავის საქმეს ყოველთვის კარგად ასრულებდა. მისგან არ გამიგია ომარიზე რამე ცუდი ეთქვას. ბავშვზე ძალიან ხშირად ლაპარაკობდა სიყვარულით.

ამბობთ, რომ  მაგდა პაპიძის უდანაშაულობის  გჯერათ. რა ფაქტები გაფიქრებინებიმას, რომ პაპიძე ქმარ-შვილის მკვლელობაში დამნაშავე არ არის?

– დავიწყოთ იქიდან, რომ არსებობს ბევრი კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემაც კი არ უფიქრია პროკურატურას. თუნდაც ის, რომ ომარს თავში კონდახი ჰქონდა მორტყმული და არა ურო. არავის არ უფიქრია, რომ ურო რომ ჰქონოდა ჩარტყმული მთელ თავს გაუჩეხდა და მხოლოდ თავის ერთი ნაწილი არ ექნებოდა დაზიანებული. კონდახი გაქრა და ალბათ ყველა მიხვდება ვინც გააქრობდა. როცა მკვლელობა ხდება ოჯახის წევრები დასაკითხად მიჰყავთ და თუ ლილი დაკითხეს, მაგდას მაშინვე რატომ დაადეს ბორკილები. გამოვიდნენ და ამბობდნენ გაიქცაო. მერე მეზობელმა თქვა გული ჰქონდა ცუდად და კაპლებს ვასმევდიო.

დედამთილმა ინსულინები და წამლები გაატანა პოლიციას, ცუდად არ გახდესო. იქამდე კარგი რძალი, ცოლი და დედა იყო, მერე უცებ გახდა მაგდა ცუდი? რომ ბავშვს სცემდა, რომ საყვარელი ყავდა და ხელს აფარებდა.

არ გამოვრიცხავ შურისძიების მოტივსაც, ომარი სპეცრაზმელი იყო და თავისუფლად შეიძლება ვინმე ჰყოლოდა გამწარებული. იმ ღამესაც, როდესაც ბავშვთან ერთად გავიდა ჯიბით იარაღი წაიღო, არ მგონია ასე უმიზეზოდ ატარებდეს ადამიანი იარაღს.

ცალკე თემაა, ომარ ქაფიაშვილის ძმა და მისი საყვარელი,რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს. მახოს მეგობარი გოგო ლილის რძლად არ უნდოდა და არც მაგდას მოწონდა. ის დაემუქრა მაგდას დარჩენილ სიცოცხლეს გაგიმწარებო. ამაზე პრესაში რატომ არ დაიწერა? ან პროკურატურამ რატომ არ დაკითხა ეს გოგო?!

ასევე საეჭვო ფაქტია ისიც, რომ კამერებში დაფიქსირდა მერსედესი და ამითაც არავინ დაინტერესდა, ვის ეკუთვნოდა ეს მანქანა.

ერთ-ერთ ჩვენების დროს ლილი მინდიკაურმა განაცხადა, რომ იმ ღამეს მაგდას ჭუჭრუტანიდან უყურებდა დაინახა, რომ მაგდა დივანზე იყო წამოწოლილი და ტელევიზორს უყურებდაო. კითხვა იმიტო მიჩნდება რომ თოკო ომარის სიკვდილის შემდეგ ორი საათის შემდეგ არის მკვდარი, ამ ხნის განმავლობაში ბავშვი ჩუმად იყო და არ იტირებდა?

როცა ასეთი მკვლელობა ხდება, ოთახი ილუქება, გამოძიების დასრულებამდე. რატომ არ დაილუქა ოთახი? ამ დროს ყველა დეტალს უკვირდებიან. ორი კვირის მერე ლილის სტუმრები მიუვიდა და მივიდა დივნის გადასაფარებელი აწია, რომ თეფშები აეღო და უი რას ხედავს, სისხლი და ეს ექსპერტიზას გამორჩა. ლილიმ მხოლოდ ორი კვირის შემდეგ იპოვა დღიური, ეს ხომ ისეთი სისულელეა, რომელსაც მხოლოდ ისეთი ადამიანი დაიჯერებს, ვისაც მხოლოდ სანახაობა უნდა. პროკურატურას და სასამართლოს მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებთ მთავარია ადამიანი ეწამოს არ აქვს მნიშვნელობა უდანაშაულოა ის თუ არა. პრესაც ისეთ სათაურებს აწერს, „შვილისა და ქმრის მკვლელი“. დაინახეს რომ მოკლა? იქნებ პრობლემა ლილის ოჯახში ეძებონ. მაგდა ერთი უბრალო გოგოა, რომელსაც დარწმუნებული ვარ რომ ამ მკვლელობას „ტენიან“. იმედია ციხეში არ მოკლავენ და მთავრობა, რომ შეიცვლება ეს საქმე გაიხსნება. ამაში დარწმუნებული ვარ. – განცხადა პაპიძის მეგობარმა.

იტვირთბა....