დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” თარხან ბათირაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. დაჯგუფების მედია სააგენტო AMAQI-ს ცნობით, თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ-შიშანი, საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა. უფრო კონკრეტულად კი ის ერაყის ქალაქ მოსულთან მდებარე დასახლებულ პუნქტ შირკატში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს ემსხვერპლა.
აღსანიშნავია, რომ თარხან ბათირაშვილის დაღუპვის შესახებ ცნობა აქამდეც რამდენჯერმე გავრცელებულა, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დაქვემდებარებაში მყოფი საინფორმაციო საშუალებები მისი დაღუპვის ფაქტს ადასტურებენ.
ამ ეტაპზე ამ ინფორმაციის გადამოწმებას პენტაგონი ცდილობს.
შეგახსენებთ, თარხან ბათირაშვილი საქართველოს მოქალაქე იყო. ის “ისლამური სახელმწიფოსთვის” ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას წარმოადგენდა.