ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

„მაიას ცოცხალს არ გამოუშვებთო“: რჩეულიშვილი აცხადებს, რომ დაურეკეს და დაემუქრნენ

 

“ცენტრ პოინტის” დამფუძნებლების მაია და გუკა რჩეულიშვილების დაპატიმრების შემდეგ ვახტანგ რჩეულიშვილი პირველ განცხადებას აკეთებს. ის კომპანიის და მისი ოჯახის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე და მუქარის ზარებზე საუბრობს.

“ამ საქმეზე ვაპირებ უწინარესად, რომ დავიცვა მაიას და გუკას სიცოცხლე იმიტომ, რომ დამირეკეს მე ახლა მუქარებით, რომ მაია რომ მოიყვანეს საპატიმროში, იქ ჩემი ცოლიც ზისო და იქ დახვდებაო და ცოცხალს არ გამოუშვებთო, ცხადია გუკაზეც მეშინია. თავიდანვე პროკურატურა ითხოვდა სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენებებს. სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენებები არ მისცა მაიამ და ვერც მისცემდა.“ – განაცხადა რჩეულიშვილმა.

შეგახსენებთ, „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს, ასევე კომპანია „დექსუსის“ დამფუძნებელს ივანე ცაგურიას ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით აქვთ წარდგენილი.

იტვირთბა....