რუსუდან კერვალიშვილი მაია და გუკა რჩეულიშვილების დაკავების გამო, შეუძლოდ გახდა და მას რამდენჯერმე მოუხდა სასწრაფოს გამოძახება, – ინფორმაცია ჟურნალისტებს კერვალიშვილის ადვოკატმა მიაწოდა.
რუსუდან კერვალიშვილი დღევანდელ სასამართლო სხდომაზე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა მისი შეუძლოდ ყოფნის გამო „ცენტრ პოინტის“ საქმის განხილვა 20 ივლისამდე გადაიდო.
ადვოკატის ინფორმაციით, კერვალიშვილი ამ წუთებშიც ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს, ასევე კომპანია „დექსუსის“ დამფუძნებელს ივანე ცაგურიას ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით აქვთ წარდგენილი. სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული. გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა“ თაბუკაშვილი 88“-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავება.