ფონიჭალაში მორიგი საზარელი მკვლელობა მოხდა: ქმარმა 20 წლის მეუღლეს სასიკვდილო ჭრილობა დანით ყელის არეში მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი ოჯახური კონფლიქტი გახდა.
შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება 108-ე, ანუ განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.