ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხიდაშელი აგულაშვილს პოსტს უძღვნის: „წესიერი ადამიანების დიდი ნაკლებობაა ქვეყანაში“

თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

„არ ვიცი ეს ჩემი გზავნილი როგორ იქნება გაგებული, მაგრამ აუცილებლად უნდა დავწერო. სწორედ იმიტომ, იმავე მიზეზით და ღირებულებებით რის გამოც დღევანდელი გადაწყვეტილება მივიღე.

არსებობს ამ ქვეყნად ღირებულებები, ადამიანის არჩევანის პატივისცემა, მეგობრობა ბოლომდე, ერთგულება წარსულის და ფიქრი მომავალზე, რომელიც ზუსტად არ წარსულის ნაყოფია და მასზე შენდება.

გიგლა ჩემი მეგობარია, არაერთი წლის და ერთი დღის. არც პოლიტიკაში დავმეგობრებულვართ. მან სხვა არჩევანი გააკეთა და რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს ეს არჩევანი (ჩემთვის მიუღებელია, სწორედ ამიტომ აღარ ვართ დღეიდან ერთად საქმეში), უნდა შეგვეძლოს ადამიანის არჩევანის პატივისცემა.

პოლიტიკური პარტიის მანდატი არ სძენს ადამიანს ღირსებას, ან არ აქცევს უღირსად, მისი საქციელი და პრინციპების ერთგულება აქცევს ასეთად.

ძალიან მჯერა, რომ გიგლა ზუსტად აქ იქნება მუდამ, რომელი პარტიის მანდატიც არ უნდა ჩაიდოს ჯიბეში.

სხვა საკითხია მომენტის მნიშვნელობა, რამდენად გჯერა მისი ნაბიჯის სისწორის, მაგრამ ყველას მინდა გთხოვოთ, სანამ საყოველთაო დაგმობის კამპანიაში ჩაერთვებით, გვერდზეც მიიხედ-მოიხედეთ, წესიერი ადამიანების დიდი ნაკლებობაა ქვეყანაში.

დათომ კი თქვა დღეს პოლიტიკა სენტიმენების სფეროდან არ არის, მაგრამ მე მაინც მჯერა სიყვარულის, მეგობრობის, ერთგულების, მსგავსი ღირებულებების და პრინციპების ადამიანების გზების მუდმივი თანაკვეთის, მათ შორის პოლიტიკაშიც.“ – წერს თინა ხიდაშელი.

შეგახსენებთ, რომ დღეს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებმა საარჩევნო სია წარადგინეს, სადაც გამოაცხადეს, რომ პარტიის წევრები, თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობებს ტოვებენ. პარტიის წევრმა, გარემოსა და ბუნებრივი დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა კი პარტია დატოვა.

 

იტვირთბა....