ახალი ამბები მთავარი სამართალი

თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობებს ტოვებენ

გიგლა აგულაშვილი “რესპუბლიკურ პარტიას” ტოვებს და გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას აგრძელებს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით,   საარჩევნო კამპანიის ლიდერი დავით უსუფაშვილი იქნება.

საპარლამენტო არჩევნების დროს რესპუბლიკური პარტია ამომრჩეველს წარუდგება სახელწოდებით – “უსუფაშვილი – რესპუბლიკელები”.

რაც შეეხება “რესპუბლიკელ” მინისტრებს, როგორც ”რესპუბლიკური პარტიის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, გადადგომის შესახებ განცხადებებს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი დაწერენ.

 

იტვირთბა....