ქართული სპირტიანი სასმელების რეალიზაცია შემცირდა. როგორც კომპანია “უშბა დისტილერის” გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი აბესაძემ „ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა, რეალიზაციის შემცირება აქციზური გადასახადის მატებას უკავშირდება.
აბესაძე განმარტავს, რომ გასულ წელს სპირტიან სასმელებზე აქციზის მატება ორჯერ მოხდა და ამ ფონზე საცალო მაღაზიებში არააქციზური სპირტიანი სასმელების წილი გაიზარდა, რომლის ფასიც საკმაოდ დიდია და მასთან კონკურენცია ძნელია.
“ფაქტიურად გამოვიდა, რომ ერთ წელში 200%-ით გაიზარდა გადასახადი. ეს ყველაზე მეტად ადგილობრივ წარმოებას დაეტყო, რადგან იმპორტირებული პროდუქცია ისედაც ძვირი იყო და მარჟაც უფრო დიდი იყო მოგების. თუმცა მათი პროდუქციის ფასიც გაიზადა.
ადგილობრივი წარმოებისთვის კატასტროფული მდგომარეობაა, იქიდან გამომდინარე, რომ პრევენცია არ ტარდება და აღურიცხავი სასმელი, ჭაჭის სახით გამოჩდა ბაზარზე და ხდება მისი რეალიზაცია აქციზური მარკის გარეშე. აქციზის მატება თუ კიდევ მოხდება ალკოჰოლის მწარმოებელი მცირე კომპანიაები სრულად დაიხურება, თუკი არ მოხდება პრევენციული ზომების გატარება.
აქციზის მატების წინააღმდეგი არ ვართ, თუმცა მას უნდა მოყვებოდეს ბაზრის კონტროლი, არააქციზური პროდუქცია ბაზრიდან უნდა იქნას ამოღებული. ამ კუთხით საგადასახადო სამსახური მუშაობს, მაგრამ ალბათ უფრო აქტიურად შეიძლება ამის გაკეთება”. – განაცხადა აბესაძემ.