შსს სოფელ ვაჩიანში მომხდარი საზარელი მკვლელობის ფაქტზე ვიდეო მასალას ავრცელებს. 109-ე, ანუ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 24 წლის ადგილობრივი მცხოვრები დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ქურდობის მიზნით, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ფანჯრიდან შეაღწია. სახლის მეპატრონემ და მისმა ოჯახის წევრებმა მას წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც მამაკაცმა მათ თავის არეში ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
ქალბატონი და მისი 2 შვილი, მიყენებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ. ბრალდებულმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, სახლში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ოჯახის მეოთხე წევრი, მცირეწლოვანი ბავშვი, წინასწარი ინფორმაციით, გაგუდვის შედეგად დაიღუპა.