ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ნახევარ მილიონამდე პრემიები ცესკოში: კომისიაში “მეტრონომს” უთხრეს, რომ პრემიების გაცემა კანონიერად ხდება

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი ინიციატივა” ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაცის ასაჯაროებს.

ორგანიზაციის ცნობით, ცესკოში სააღდგომოდ 424 550 ლარის პრემია გაიცა.

“საჯარო ინფორმაცია 2016 წლის მაისში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაცემული სააღდგომო პრემიების და დანამატების შესახებ.

თავჯდომარე

თამარ ჟვანია – 11 000 ლარი

თავჯდომარი მოადგილე

გიორგი შარაბიძე – 9 400 ლარი

კომისიის მდივანი

გიორგი ჯავახიშვილი – 9200 ლარი

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები – 394 950 ლარი.

“მეტრონომს” ცესკოში განუცხადეს, რომ უწყებაში ხელფასების და დანამატების გაცემა ხდება კანონის შესაბამისად. ამ საკითხზე საარჩევნო ადმინისტრაცია დამატებითი განმარტების გაკეთებას არ გეგმავს.

ცესკო

 

 

იტვირთბა....