ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

ბაჩო ახალაიას მეუღლე ინგა გრიგოლიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს (ვიდეო)

ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ბოდიშის მოხდას თხოვს. შესაბამის ტექსტს ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

 

“ეს არ მქონდა მოსმენილი და ნანახი, ბაჩო ახალაიას 13 გამამართლებელი განაჩენის მერე, როლანდ ახალაიას (რომლის გამოც პარლამენტმა სასწრაფოდ ერთ დღეში კანონი შეცვალა რომ ბრალი წაეყენებინათ) 2 გამამართლებელი განაჩენის მერე, დათა ახალაიას საბერძნეთის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის მერე, ისევ ამ პოზიციაზე ხართ ინგა გრიგოლია? მე ვფიქრობ, რომ ამ განცხადებების მერე მორალური უფლებაც კი არ გაქვთ იყოთ ჟურნალისტი. როგორც მინიმუმ ბოდიშს მაინც მოვიხდიდი თქვენს ადგილას!”-წერს ანი ნადარეიშვილი.

https://www.youtube.com/watch?v=3Xjud6HYGQY

იტვირთბა....