aviabiletebi
ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

რა ეღირება კრისტინა აგილერას კონცერტზე დასწრება

aviabiletebi
ავიაბილეთები

Black Sea Arena-ს დირექტორმა დიმიტრი ბერიძემ პრესკონფერენციაზე კრისტინა აგილერას კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი გაასაჯაროვა. მისი თქმით, ბილეთების ფასი 50, 60 და 100 ლარი იქნება. VIP ადგილები კი 600 ლარი ეღირება. იქნება კიდევ 150 და170 ლარიანი ბილეთებიც.

ექვსგზის გრემის მფლობელი ვარსკვლავის შოუ-კონცერტზე დასწრების საშუალება 9500-მდე ქართველ და უცხოელ მსმენელს მიეცემა.

აგილერა კონცერტზე ცნობილ ჰიტებს შეასრულებს. ბილეთების გაყიდვა tkt.ge -ზე 12 ივლისს დილის 9 საათზე დაიწყება.

კრისტინა აგილერას კონცერტი 30 ივლისს Black Sea Arena-ზე გაიმართება.

იტვირთბა....