Black sea arena შეკვეთილში გრანდიოზულ კონცერტებს აანონსებს. კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პირველი ვარსკვლავი, ვინც საკონცერტო დარბაზში მაყურებლის წინაშე წარსდგება, ცნობილი პოპ მომღერალი, კრისტინა აგილერაა:
„წარმოგიდგენთ პირველ ვარსკვლავს.
კრისტინა აგილერა – პოპის დედოფლად წოდებული ცოცხალი ლეგენდა სულ მალე ჩვენს არენას ესტუმრება❗
მოემზადე დიდი სანახაობისთვის.
ვარსკვლავთცვენა დაიწყო❗
…ხოლო ბილეთების გაყიდვა დაიწყება ხვალ 9:00 – ზე❗“-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კრისტინა აგილერას კონცერტი black sea arena-ზე 30 ივლისს ჩატარდება.