მამაკაცს, რომელსაც პირუტყვი ლიანდაგზე გადაჰყავდა, თბილისი-ბორჯომის საგარეუბნო მატარებელი დაბა ქსანთან დაეჯახა.
მამაკაცს მცხეთის საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება.
საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დაჩი ცაგურიას ინფორმაციით, მატარებლის მემანქანეებს ალკოჰოლური თრობა არ დაუდგინდათ:
“თეორიულადაც კი გამორიცხულია, რომ მემანქანეები ნასვამები ყოფილიყვნენ. ყველა მემანქანე, სანამ სამართავ პულტს მიუჯდება, მოწმდება ალკოტესტზე. პოლიციის მიერ შემოწმებამ აჩვენა, რომ მემანქანეები ფხიზლები იყვენენ. ამჟამად მოძრაობა აღდგენილია”, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 275-ე მუხლით მიმდინარეობს.