ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

„ძვირფასეულობა და ფული წაღებული არ არის“: მეზობლები დედა-შვილების მკვლელობაზე ყვებიან (ვიდეო)

https://www.youtube.com/watch?v=vnyR3J2WaOQ

ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანის მცხოვრებლები ერთ-ერთი მეზობლის ოჯახში მომხდარი შემთხვევის დეტალებს ტელეკომპანია „იმედთან“ ყვებიან:

”რაც მოხდა საშინელებაა. მთელი სოფელი შეშინებულია. გარდაცვლილები ნათესავებმა იპოვეს. ისინი ნაწამები და ნაცემები არიან. ძვირფასეულობა და ფული წაღებული არ არის. ბუნებრივი აირის მილი გადაჭრილია. ალბათ, ეგონათ ხანძარი კვალს წაშლიდა. მთელი სოფელი ველოდებით, რომ მკვლელს იპოვნიან”, – განუცხადა ”იმედს” ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ოჯახის წევრი, მეუღლე, რუსეთში სამუშაოდ იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში 37 წლის ქალისა და მისი სამი შვილის ცხედრები იპოვეს. ბავშვების ასაკი 5, 16 და 18 წელია.
დედასა და უფროს გოგონებს სავარაუდოდ თავის არეში აქვთ ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული. უმცროსი, 5 წლის ბიჭი კი გაგუდულია.

„მეტრონომის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საქმე 109-ე, ანუ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.

იტვირთბა....