ახალი ამბები მთავარი სამართალი

დღეისთვის მაია რჩეულიშვილი პროკურატურაშია დაბარებული

დღეს “ცენტრ პოინტის” ერთ-ერთი დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი თბილისის პროკურატურაშია დაბარებული. 13 საათზე ის დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად გამოცხადდება.

მანამდე 11 საათზე დაკითხვაზეა ასევე დაბარებული გუკა რჩეულიშვილი, რომლის დაკავებაზეც მოსამართლეს განჩინება უკვე მიღებული აქვს. უცნობია, გამოცხადდება თუ არა ის საგამოძიებო უწყებაში.

ადვოკატის ინფორმაციით, “ცენტრ პოინტის” ყოფილ გენერალურ დირექტორს სამართალდამცველ ორგანოებთან თანამშრომლობის პრობლემა არასდროს ჰქონია. ვახტანგ და მაია რჩეულიშვილები მიმდინარე საქმეს პოლიტიკური მიზეზებით ხსნიან.

”პროექტ ”მაგნოლიასთან” დაკავშირებულ საქმეში დევს უკმაყოფილება, როდესაც ჩვენ განვაცხადეთ, რომ მაიასა და რუსუდან კერვალიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა უკანონოდ მოხდა. ეს დაიწყო მათმა საქმიანმა პარტნიორმა არჩილ კბილაშვილმა, რომელიც მაშინ მთავარი პროკურორი იყო და რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. თბილისის პროკურატურაში გუკას დაბარების საბუთი მაიას მიუვიდა. მაიას საბუთი თელავში ჩააბარეს. გუკა დაბარეულია 11:00 საათზე, მაია – 13:00 საათზე. მაიამ გუკას ეს საბუთი რომ გადასცეს, მინიმუმ უნდა ნახოს. მაია 13:00 საათზე მივა პროკურატურაში, გაიგებს რა ხდება, როგორ ხდება და იმის მიხედვით ჩააბარებს გუკას დოკუმენტს. ეს არის ლტოლვითათვის ბინების აშენების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დააფინანსეს ჩინელები, ყველა – უცხოელები, ქართველები, ”ოცნების” წევრები და არა წევრები, ხოლო ერთადერთი ჩვენ გვითხრეს უარი. აქ არის პოლიტიკური დევნა, რისი დიდი ეჭვიც მაქვს, მაშინ ვნახოთ”. -აცხადებს რჩეულიშვილი.

იტვირთბა....