ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დენის გრაფიკი: თბილისის 4 რაიონს ელექტროენერგია შეეზღუდება

თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ თელეთის, პუშკინის, ვაჩნაძის, ასათიანის, მანჯგალაძის, ფურცელაძის, ბარათაშვილის, ათონელის, სულხანიშვილის და გოგჩას ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მედეა ჩახავას, პეტრიწის, ბალანჩივაძის, სიმონ ჩიქოვანის და ახაშენის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების და საქსოფმანქის დასახლების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, გია რომელაშვილის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, დეპოს, კავთისხევის, მახინჯაურის, საყვირის, ჩარგლის, გუდამაყრის, გიორგი სააკაძის, რიონჰესის, ცინცაძის და იმერეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

იტვირთბა....