ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში დედა და მისი სამი შვილი გარდაცვლილი ნახეს. პირველადი ვერსიით, ისინი აირის ნამწვისაგან გარდაიცვალნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა jnews.ge ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, გარდაცვლილი 37 წლის დედა და შვილები, რომლებიც 18, 16 და 5 წლისანი იყვნენ, მეზობლებმა ნახეს. მამა რუსეთში სამუშაოდ არის წასული.
აღსანიშნავია, რომ სახლი დამწვარია, გარდაცვლილების ცხედრებიც ასევე – დამწვარი.
შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები გამოცხადდნენ. მიმდინარეობს ძიება.
გამოცემა sknews.ge-ს კი, ახალქალაქის გამგეობის ადმინისტრაციის უფროსმა სტეფან ეზოიანმა განუცხადა, რომ „მაგიდა იყო გადაბრუნებული, ერთი ბავშვი საწოლის ქვეშ ნახეს. გამოძიება მუშაობს და რა მოხდა ზუსტად არავინ იცის“.