თბილისში, გოგოლის ქუჩაზე პროსტიტუციის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. რკინიგზის მიმდიბარე ტერიტორიაზე, არსებულ დაწესებულბებში, გახშირებული პროსტიტუციის ფაქტებთან დაკავშირებით აქციაზე მესამე სექტორის წარომადგენლები პროტესტის ნიშნად, გზის გადაკეტვას გეგმავდნენ.
მათ ასევე, ამ დაწესებულებებზე პროტესტის გამომხატველი წარწერები გააკეთეს, რის გამოც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დააკავეს.
აქციაზე „თავისუფალი დემოკრატების” წევრი ზურაბ აბაშიძეც იმყოფებოდა, რომელმაც არსებული პრობლემის მოგვარებაზე ისაუბრა და თქვა, რომ მსგავსი ფაქტები დედაქალაქის ცენტრში დაუშვებელია.