საზოგადოება

ლანა პაპიძე მაგდას მიმართავს: “ჰოოო, ჩემი ხარ ჩემი გქვია… სად მყავს დასაკარგი და…”

ხომ მშვიდობით ხარ დაიკო? ჩემო სიცოცხლე და ძალიან ტკბილო, ძალიან დაჩაგრულო და ყველაზე თბილო.

ვინ რა იცის როგორი თბილი ხარ და კეთილი.ვგრძნობ, არ გძინავს შენი სუნი დადგა აქ ოთახში? იქნებ იგრძენი რომ შენს ჩაის ვამზადებთ აქ სახლში… ძალიან რომ გიყვარს იმ ჩაის. ჰოო, დღესაც ვიყავით საფლავებზე გუშინაც… დავასუფთავეთ… გუშინდელ წვიმას დაუსვრია იქაურობა…მოვეფერე შენი სახელით თოკოს და ომარის… თოკოს ვეჩურჩულე ტირილით რომ დედიკოს ძალიან უყვარხარ-თქო…ჰოო, შენი საყვარელი დიდი კელაპტარი სახლში რომ გაქვს აქ მინდა დავანთო მივიტანო. ფიზიკურად ვერ გამხნევებ … წვდომა არ მაქვს შენამდე… ისევ შენს გამო სულ ომში ვარ გარეთ და მე მოვიგებ ამ ომს! ხომ იცი ომის არ მეშინია! არა, არა, არ ეშინია შენ დაიკოს თაგვების და ბუზების… მე ღმერთის მეშინია უყურადღებოდ არ დამრჩე თუნდაც ერთი დღე ამ ვიგინდარების გადამკიდე… არ მეძინება დაიკო არც შენ ვგრძნობ …იცი? ხან ვგრძნობ რომ ერთად ვერ ვჭამთ საჭმელს… როცა მე ვკრძალავ საკვების მიღებას მატყობინებენ რომ შენც არ ჭამ მაგ დროს!
ჰოოო, ჩემი ხარ ჩემი გქვია… ჩემი სისხლი და ხორცი ხარ… სად მყავს დასაკარგი და… ცდილობენ, მაგრამ ვერავინ წამგლიჯავს ხელიდან შენ თავს! მშვიდი ძილი დაიკო თუ მოხუჭავ მაგ ლამაზ თვალებს…” – წერს მაგდა პაპიძის და (ლანა პაპიძე) სოციალურ ქსელში

იტვირთბა....