https://www.youtube.com/watch?v=96n03f-9HzY
საქართველოს პროკურატურის მიერ გახსნილია 2016 წლის 28 იანვარს თურქეთში ქ.დუზჯეში საქართველოს მოქალაქეების განზრახ მკვლელობის ფაქტი და ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან ქ.მარნეულში მცხოვრები ელნურ ანტესოვი, ვუგარ გულიევი და აზადე ომაროვა.
2016 წლის 29 იანვარს, თურქეთის სამართალდამცველების მიერ ქ.დუზჯეში ერთერთ საცხოვრებელ სახლში ნანახი იქნა საქართველოს მოქალაქეების – ემმა შარიფოვას და სახიბ გასანოვის, ასევე თურქეთის მოქალაქის ელნაზ შარიფოვას გვამები.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გარდაცვლილების ოჯახის წევრების მომართვის საფუძველზე, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაიწყო. დაიკითხნენ გარდაცვლილების ოჯახის წევრები, თურქეთის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილი იქნა საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები და ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები.