მარტვილში, მდინარე აბაშის წყალში დამხრჩვალი 16 წლის მოზარდის ცხედარი წყალმა გამორიყა. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. 16 წლის მოზარდი მდინარეში ხიდიდან საბანაოდ გადახტა, რის შემდეგაც გაუჩინარდა.
სამაშველო ოპერაცია კი მდინარეზე ამ დრომდე გრძელდება. დღეს დილით დაკარგული ახალგაზრდის ძებნისას გაუჩინარდა ერთ-ერთი მყვინთავი. მაშველები ახლა თავის კოლეგას ეძებენ.